|
2018-10-10 09:16:52, 660 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი სკოლის მოსწავლეებს შორის ფრანგული ენის პოპულარიზაციას საფრანგეთის საელჩოსთან ერთად აგრძელებს
სამართლებრივი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის - კონკურსი, რომლის იდეაც იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის და რომლის მიზანიც სკოლებში ფრანგული ენის პოპულარიზაციაა, დასრულდა. თეა წულუკიანი ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის №23 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და ესეების კონკურსის გამარჯვებული სამი მოსწავლე დააჯილდოვა. კონკურსში შვიდი სკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა ესეს ავტორები და მათი მასწავლებლები ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სასწავლო ვიზიტით მიიწვია. მოსწავლეებს ყვარელში საშუალება ექნებათ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დამატებითი ცოდნა მიიღონ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" მიერ შეთავაზებულ კიბერბულინგის საწინააღმდეგო ტრენინგს დაესწრონ. სასწავლო ვიზიტი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მომდევნო კვირას შედგება. ესეების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით „ფრანკოფონია 2018"-ის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე შექმნეს ესეები საქართველოსა და საფრანგეთში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანისა და კანონის ურთიერთმიმართების თემებზე. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს. ესეების კონკურსის − „ადამიანი და კანონი", „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოსა და საფრანგეთში" − მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ და სამოქალაქო საკითხებზე; ფრანგული ენის პოპულარიზაცია და საფრანგეთის, როგორც ქვეყნის, სამართლებრივ კონტექსტში გაცნობა. იუსტიციის მინისტრი ფრანკოფონია და როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული. ამიტომაც ის ფრანგული ენისა და კულტურის მხარდასაჭერ ღონისძიებებში სისტემატურად ერთვება. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)