|
2018-10-08 16:47:45, 1300 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: რუსეთი ევროსაბჭოში შანტაჟის გზით ვერ დაბრუნდება
"რუსეთი ევროსაბჭოში შანტაჟის გზით ვერ დაბრუნდება", - ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების საკითხის ირგვლივ მიმდინარე განხილვებს. „რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება შეუჩერდა ყირიმის ანექსიის გამო და მას შემდეგ არათუ შეცვალა თავისი დამპყრობლური პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ, არამედ გააუარესა. საქართველოში ისევე როგორც უკრაინაში ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის ოკუპაციის შედეგებს. რუსეთმა მის მიმართ გამოყენებული სანქციების მოხსნისთვის ყველაზე სამარცხვინო გზა აირჩია - ეს არის შანტაჟის გზა. მას სურს უპირობოდ, ევროსაბჭოს წლების მანძილზე დადგენილი პრინციპების უგულებელყოფით დაბრუნდეს ხმის უფლებით ასამბლეაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება. ნამდვილად მჯერა რომ ევროპის ქვეყნები კარგად აცნობიერებენ როგორი მძიმე შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ევროსაბჭოსთვის რუსეთთან რაიმე მსგავს კომპრომისზე წასვლა და მეზობელი ქვეყნების მიმართ მის აგრესიაზე თვალის დახუჭვა. იმედი მაქვს, რომ ევროპის ქვეყნების პოზიცია ძალიან პრინციპული იქნება რუსეთის მხრიდან შანტაჟის ამ მცდელობაზე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)