19:26 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 20:18:19, 1749 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ძიუდოისტებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს, გურამ თუშიშვილს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს - ვარლამ ლიპარტელიანსა და ამირან პაპინაშვილს შეხვდა. პრემიერმა პირადად მიულოცა გამარჯვება ქართველ ძიუდოისტებს და შემდგომი წარმატება უსურვა მათ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქართული სპორტის განვითარების პერსპექტივაზე, ქართველ სპორტსმენთა სამომავლო გეგმებსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. 
ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედალი - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა და 124 ქვეყანას შორის მესამე ადგილზე გავიდა იაპონიისა და კორეის შემდეგ. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. 
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდგომ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველომ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics