|
2018-10-06 00:24:23, 1956 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად ძლიერად გამოდიან, ჩვენთან პირიქით ხდება
დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, აქ ეს არ ხდება, პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვებით ილაშქრებენ ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება წაიკითხა, სადაც ნიკა გვარამია წერს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს აფინანსებს, ან სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შეავიწროვონ. „ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი წარჩინებული ტელეარხის გენერალურ დირექტორს, რომელიც ასე გამოდის საარჩევნო კამპანიის დროს. ეს სიტყვები გებელსის პირსაც კი დაამშვენებდა. მეცოდება ჩემი ქვეყანა, რომელიც ასეთი სიტყვებისა და ქცევების გამო, ვერ გამოდის, იმ საბჭოთა მარწუხებიდან, რომელიც გვეგონა, რომ დავტოვეთ უკან, იქ გვაბრუნებენ და გვაბრუნებენ ის ადამიანები, რომლებსაც ხან ევროპელებად და ხან დემოკრატებად მოაქვთ თავი. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ასეთი აგრესია და ძალადობა, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო კამპანიას, აქამდე არსად უნახავს. „წინა არჩევნებში ასეთი ძალადობა არ ყოფილა. ეს კიდევ უფრო მაღელვებს და მაწუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლო ორი თუ თვენახევრის განმავლობაში, სიტყვა არ უთქვამთ ამ აგრესიის, ლანძღვის, სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად, არც მაშინ როცა ქალის მიმართ იყო ეს სიტყვები გამოყენებული. დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან. აქ ეს არ ხდება, პირიქით ხდება, რომ ჩემი დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოღებული სიტყვების საფუძველზე გამოილაშქრეს და ბრალს მდებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში, რაც არის ძალიან დიდი ბრალდება. ეს ხუმრობა არ არის და რომ დამთავრდება არჩევნები, მე მგონი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ ჩემთვის, მე არ ვარ ერთადერთი მოქალაქე, რომელმაც გაიარა ეს მძიმე მდგომარეობა, არამედ უნდა ვიფიქროთ როგორ სამართლებრივად, კანონმდებლობის კუთხით გამოვასწოროთ არათანასწორი სიტუაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა. მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნება საზოგადოების მიერ, დიდწილად საზოგადოებასთან ერთად ვიმუშვებ. სამწუხაროა, რომ ორი ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაწილი – თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი, ვერ არიან თავიანთი გამოწვევების სიმაღლეზე და ესეც უნდა გამოსწორდეს. საზოგადოების ცხოვრებისა და სახელმწიფოს მშენებლობის ეს ორი ბერკეტი აუცილებელია. აქ საუბარი არ არის, რომ უნდა შეიზღუდოს ან ერთი ან მეორე, მაგრამ ღირსება ორივესგან მოსათხოვია და მოეთხოვებათ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პოლიტიკური რეკლამა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)