13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 16:53:52, 4481 ნახვა

სამართალი
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს და კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე და საშიშროება, რომ მათ გამოძიებასთან არ ითანამშრომლონ.

ადვოკატები გადაწყვეტილების გაასაჩივრებას გეგმავენ.

"ამით შპს სვეტი, როგორც ბიზნესსუბიექტი დასრულდა და ეს იყოს სასამართლოს ნამუსზე", - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები - გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე 3 ოქტომბერს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics