19:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 15:34:44, 2395 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა 4 ქვეყანაში ელჩები დანიშნა - დავით დონდუა ავსტრიის ელჩი გახდა

საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულებით, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიის რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში დაინიშნა გიორგი ჯანჯაღავა, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა დავით დონდუა. 

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას. 

თეა მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან.  ხოლო  2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 

ზაზა კანდელაკს კი, 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე  უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან დღეს სასახლეში შეხვედრა გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics