|
2018-10-05 15:09:02, 2869 ნახვა
საზოგადოება
ამბროლაურის აეროპორტში უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალი გაიმართა
1922 წლის გამოშვება Vauxhal, 1927 წლის გამოშვება MERCEDES BENZ ROADSTER, ამავე წლის გამოშვება BENTLEY და კიდევ 26 უნიკალური ავტომობილით მრბოლელები ერთმანეთს თვალახვეული უკუსვლით მანევრირებაში დღეს ამბროლაურის აეროპორტში შეეჯიბრნენ. 12 დღის განმავლობაში საქართველო კლასიკური ავტომობილების რალის - ‘’Peaks of the Caucasus“ მასპინძლობს. რალიში მონაწილე 29 ავტომობილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი 1922 წლით თარიღდება, ხოლო ყველაზე ,,ახალგაზრდა“ 1951 წლის გამოშვება იაგუარია. ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე უნიკალური რალისთვის საგანგებო ბარიერები მოეწყო. წესების მიხედვით თვალახვეულ მძღოლებს ბარიერისთვის უკუსვლით უნდა შემოევლოთ და გადაეკვეთათ ფინიშის ხაზი, მიმართულებას კი მათ ე.წ. შტურმანი კარნახობდა. შეჯიბრში მონაწილეობას როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მძღოლებიც იღებდნენ. რალის მონაწილეები ამბროლაურის შემდეგ, ხვალ მესტიის აეროპორტში გადაინაცვლებენ. სტარტი კი მათ პირველ ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან აიღეს და 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დაასრულებენ. ჯამში საქართველოს თითოეულ კუთხეს მოივლიან და 2250 კილომეტრს დაფარავენ. „Peaks of Caucasus”-ის იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად, 2005 წელს კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ იტალიაში ჩატარდა.
(NS)
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)