22:00 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 11:54:08, 1862 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - დაშავდა ერთი ადამიანი

დედაქალაქში ძლიერი ქარის შედეგად, ხის წაქცევის გამო, მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანებიც დააზიანა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის შესულია 10 შეტყობინება.

 „ყველაზე მეტი - 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი. ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი - სამგორის რაიონში. 2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე - ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია. ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მეხანძრე - მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics