|
2018-10-03 10:36:49, 4039 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 6 მინისტრი და გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ისინი პარტიებს „აყვავებულ სომხეთსა“ და „დაშნაკცუტუნს“ წარადგენდნენ. მედიის ცნობით, ფაშინიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ხელმოწერა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მრავალსაათიანი აქცია მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ის პრემიერის თანამდებობას დატოვებს. მანვე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ეროვნული კრება (პარლამენტი) ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ცნობისთვის, სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელმაც შესალოა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი რესპუბლიკურ პარტიის წევრებმა დაუჭირეს, რომელსაც ორგანოში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტუნის“ დეპუტატებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)