|
2018-10-02 14:01:38, 1338 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ განცხადებით ასიამოვნა მათ ლიდერ სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, 13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა განმარტებით, ქვეყანა ღრმა კრიზისშია და კრიმინალების ხელით იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს განცხადება „ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ სკანდალური ჩანაწერებისა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს შემდეგ გააკეთეს. „არასამთავორობო ორგანიზაციებმა ამ განცხადებით თავიანთი თავი საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენეს. მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ არ ელოდებიან არც გამოძიებას, არც პროკურატურას, არც სასამართლოს და ეს არის განსაკუთრებით სამწუხარო, მითუმეტეს როცა აქვთ პრეტენზია, რომ პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმართებოდეს არგუმენტებით - სამართლებრივ ჩარჩოებში. ამ ქმედებით მათ ასიამოვნეს თავიანთ ლიდერს სააკაშვილს და მის ახალ მეგობარ ოქუაშვილს. მაგრამ ჩვენ ეს სცენარი ნანახი გვაქვს და არც გვიკვირს, რადგან ამ ორგანიზაციების ლიდერი ეკა გიგაური გამოირჩევა 2007 წლის 7 ნოემბერს დარბევასთან დაკავშირებით. გუშინაც ვნახეთ, რომ ისინი სინქრონირებულად მოქმედებენ, რადგან სააკაშვილი ლამის გენპროკურორობას დაჰპირდა ეკა გიგაურს. სამწუხაროა, რომ სხვა ორგანიზაციებიც ამის ნაწილი ხდებიან. სააკაშვილის „re-make" ვერასდროს ვეღარ მოიტანს შედეგს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. რატი იონათამიშვილმა ბრიტანეთში საექსპერტო ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვით, რამდენიმე აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული და გაერთიანებულია. „არც გვიკვირს ეს ფაქტი და მოსალოდნელიც იყო. მათ მონტაჟი და ფაქტების ფაბრიკაცია კარგად იციან და ფაქტია, რომ იგივე მეთოდებით მოქმედებენ, რითაც თავი დაგვამახსოვრეს იმ წლების მანძილზე, როცა მართავდნენ საქართველოს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ვერ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, რომ ასეთი ინსტრუმენტები საზოგადოებაში არასდროს დადებითად არ აღიქმება და ავნებს მის ავტორებს" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)