16:41 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 10:45:17, 1301 ნახვა

საზოგადოება
კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა

კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა. მამა პეტრეს (კვარაცხელია) ტექსტზე და სცენარით შექმნილი სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ გერმანული „voice“-ს გამარჯვებულმა, აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ შეასრულა. მუსიკის ავტორია დათო არჩვაძე, რეჟისორი ლევან აბულაძე. კლიპში ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია მონაწილეობს. 

ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებისა და მშობლიური კუთხის პოპულარიზაციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ნათია თოდუას აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები, ცნობადი სახეები, დევნილი საზოგადოება, ნათია თოდუას ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics