12:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 17:24:14, 1904 ნახვა

სამართალი
პირს, რომელმაც მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად იძალადა, პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო.მ.-მ სოფელ ფონიჭალაში, მეუღლის დ.გ.-ს და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ო.მ. 2018 წლის 10 მაისს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა",  „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics