|
2018-10-01 15:18:10, 1735 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდ დანაშაულად 2008 წლის ომს მიიჩნევს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ცდილობს სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს ღალატი, რასაც ისინი თავად სჩადიოდნენ. "ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდათ ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი. გახსოვთ როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი, თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, მე ჩემს გამონათქვამებში მაქვს ეს როცა ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს მოღალატეები პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატედ ცდილობენ მონათლონ ქალბატონი სალომე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)