|
2018-09-29 16:22:32, 2604 ნახვა
სამართალი
თანასწორობის მოძრაობა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას მცდარს უწოდებს
შსს,-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რის მიხედვითაც, ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგინდა, რომ დაპირისპირება მოხდა ლგბტ თემის 4 წარმომადგენელსა და მეზობლის ნათესავს შორის, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, "თანასწორობის მოძრაობა" არასწორს და მცდარს უწდებს. "გუშინ, 4 ქვიარ აქტივისტს (ჩვენს თანმშრომლებს და მეგობრებს) თავს დაესხა ორი მეზობელი (მგონი სიდედრი და სიძე) ჰომოფობიური მოტივით. როგორც თვითონვე თქვა პატრულთან საუბარში სიძემ, მას, თურმე არ სურს მის ეზოში ლგბტ ორგანიზაციის არსებობა. ესენი აქ გარეთ ზასაობენ და ამათ აქ მე არ გავაჩერებო, უთქვავს პატრულის თანამშრომლისთვის. აღნიშნული პირი იქამდეც გამოირჩეოდა აგრესიული დამოკიდებულებით თანამშრომლებისადმი და მუდმივად ცდილობდა კონფლიქტის შექმნას. შესაბამისად, ეს არის არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული თავდასხმა, არამედ, ეს ასევე არის ორგანიზაციაზე თავდასსხმა. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გამოძახებული პოლიცია და სასწრაფო არ იჩენდა კეთილგანწყობას მსხვერპლების მიმართ: უხეშად მიმართავდნენ ნაცემ ხალხს; ცუდად მყოფ ადამიანს სასწრაფოს ექიმი ეუბნებოდა, თუ ცუდად ხარ, ჩემგან რა გინდა, სახლში წადიო; ნაცემი ადამიანის დაზიანებული სხეულის ნაწილები არ ჰქონდა აღწერილი სასწრაფოს თავის ჩანაწერში და მხოლოდ ჩხუბის მერე გადაშალა "არ აღენიშნება დაზიანებები" "აღენიშნება ყელის არეში დაზიანებები-თ"; ა.შ. ჩვენ კითხვაზე, გაჩხრეკდნენ თუ არა თავდამსხმელის მანქანას, საიდანაც იგი იარაღის ამოღებას აპირებდა, პოლიციელები, პასუხის გაცემის ნაცვლად, გვამშვიდებდნენ (ირონიულად) და მხოლოდ 2 საათის მერე (რა პერიოდიშიც იარაღის გადამალვა პრობლემას არ წარმოადგენდა) დალუქეს მანქანა; ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს იმავე მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს. სწორი და კანონიერი რეაგირების მაგივრად, პოლიციელები ჩვენს თანამშრომელს აწყნარებდნენ და ეუბნებოდნენ, გეჩვენება გინებაო (არადა ყველამ გავიგეთ ეს გინება). - აცხადებს "თანასწორობის მოძრაობის" დირექტორი ლევან ბერიანიძე მისი ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცხელ კვალზე დარეკეს გენ. ინსპექციაში, შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში და სახალხო დამცველში. სახალხო დამვცელის მობილური ჯგუფი 3 საათის შემდეგ მივიდა ადგილზე. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა დამატებით გამოგზავნა პოლიცია და, მათი მოსვლის შემდეგ, პროცესი შედარებით უკეთესად გაგრძელდა. "თანასწორობის მოძრაობა" მოითხოვს დააკავონ ყველა თავდამსხმელი დროულად და კანონის სრული სიმკაცრით. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)