14:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 18:37:25, 407 ნახვა

პოლიტიკა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი კანონით დარეგულირდება

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული. 

კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ჩაითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გამწვავებული მიგრაციული პრობლემების, ამასთან, გართულებული დემოგრაფიული მდგომარეობის, სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმწირის, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გათვალისწინებით, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ დასახლებებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის დასახლებებში ქვედა ზღვარი 1 000 მეტრამდე მცირდება, გამონაკლის შემთხვევაში- 800 მეტრამდე. 

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო და ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს. 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მიანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.  სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებია : საქართველოს მოქალაქეობა; მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია; ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვე ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics