05:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:31:48, 2600 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ ევროპის საინვესტიციო ბანკთან 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

"თიბისი ბანკმა" და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. რესურსის ვადიანობა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმატებული პარტნიორობა გვაქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ინსტიტუტებმა განახორციელეს. რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ამ სეგმენტში, საქართველოში",  - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკის დაფინანსებით EIB ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის სტაბილიზაციისა და ხელშეწყობისთვის. ამ ტრანზაქციით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გრძელვადიანი ფინანსირების ხელშეწყობა იზრდება, რაც მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და საქართველოს ეკონომიკა გაიზდება", -  განაცხადა EIB-ის ვიცე- პრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკიმ.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics