|
2018-09-27 12:27:42, 1388 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბისკირიას საფლავები და ვაშლიჯვრის ძმათა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
(NS)
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)