|
2018-09-26 14:38:53, 4676 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანი ქაოსის, სიკვდილისა და ნგრევის დათესვაში დაადანაშაულა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს ირანის იზოლაციისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ტრამპმა ირანის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში ქაოსის, სიკვდილისა და ნგრევის დათესვაში დასდო ბრალი. "ის პატივს არ სცემს არც თავის მეზობლებს, არც საზღვრებს, არც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს. ამის სანაცვლოდ, ირანის ლიდერები სხვების ეროვნულ რესურსებს საკუთარი გამდიდრებისთვის იყენებენ", - განაცხადა ტრამპმა. მანვე დასძინა, რომ ბირთვული შეთანხმების დადება დიდი შეცდომა იყო. გარდა ამისა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა აშშ-ის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ამერიკა არასდროს ყოფილი ისეთი ძლიერი, როგორც მისი მმართველობის დროს. ამ განცხადებას დარბაზში სიცილი მოჰყვა. აღნიშნულმა პრეზიდენტმა გააკვირვა, თუმცა ტრამპი არ დაიბნა და გამოსვლა გააგრძელა. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკა სხვა ქვეყნების სუვერენინტეტს პატივს სცემს და მათგანაც იმავეს ითხოვს. "პატივსვცმ ყველა ქვეყნის უფლებას იცხოვროს ისე, როგორც მათ თვლიან საჭიროდ. ამერიკა არ გიკარნახებთ თუ როგორ უნდა იცხოვროთ. ერთადერთი რასაც ვითხოვთ პატივი სცეთ ჩვენს სუვერენინტეტს", - განაცხადა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)