12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 11:10:44, 5066 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა

იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა, - ამის შესახებ Telenuova იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ტრიესტეში მოხდა.

მედიის ცნობით, 42 წლის მამაკაცი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გამყიდველმა შენიშნა, რომ ის ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის ჯერ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა, შემდეგ კი, სამართალდამცველებმა დააკავეს. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბ.გ.-მ 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა. მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვილი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics