|
2018-09-25 00:02:21, 1932 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს
საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე და ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და მისასალმებელია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მიაღწია. განსაკუთრებით გაესვა ხაზი განათლების რეფორმის მნიშვნელობას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობაზე. პრემიერმა ფედერიკა მოგერინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად და ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)