|
2018-09-24 18:02:56, 1840 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება კიევში საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება კიევში გამართულ კონფერენციაზე „Blockchain & Bitcoin Conference Kyiv" განიხილეს. ღონისძიებაზე მოხსენებით „ბლოკჩეინი მთავრობისთვის - კონცეფციიდან რეალობამდე" საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი წარსდგა. მან უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო, ასევე, საერთაშორისო პროექტებში ბლოკჩეინის გამოყენების, ასევე მესამე მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას, ბლოკჩეინს სამართლებრივ ასპექტებს და სხვა საკითხებს. Blockchain & Bitcoin Conference მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც Smile Expo-ს ორგანიზებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. კონფერენცია ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ICO-ს საკითხებს მოიცავს, სადაც ბლოკჩეინ-ენთუზიასტები, ბიზნესმენები, მაინერები, სტარტაპები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიების საინვესტიციო შესაძლებლობების განიხილვენ. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია.
(NS)
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)