|
2018-09-23 12:54:11, 1553 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში
"ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს იმ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებითაც, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ ორპარტიული მხარდაჭრა. „საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, გადაწყვეტილებებში მონაწილე უწყებების მხრიდან კონსესუსის მიღწევა აშშ-ში. საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მივიღეთ ჩვენ ორპარტიული მხარდაჭრა. შესაბამისად, ჩვენი პოზიციები აშშ-ში არის ძალიან მტკიცე და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ვახორციელებთ. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი მეგობრების სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო ამავე დროს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ მოხარულები იმ პირდაპირი დიალოგისა, რომელსაც აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ვინაიდან, ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ თავიანთ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის, პრინციპულ დიალოგს იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და ამ პრინციპულ საკითხთა ჩამონათვალში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)