12:38 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 14:20:16, 1393 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი UNEP-ის მენეჯერს ერსინ ესენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მენეჯერს,ერსინ ესენს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი მიმართულების პრიორიტეტულობის საკითხზე და ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე, ბიომრავალფეროვნების და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე ერსინ ესენმა მინისტრს პროექტის „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის და მიწის დეგრადაციის კუთხით  მიღწეული პროგრესის საკითხებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი „მიწის რესურსების მდგრადი მართვა“ მომავალ წელს სრულდება, თუმცა იწყება ახალი პროექტი  „Greenland.ge“, რომელიც  მწვანე ეკონომიკის განვითარებაში მიწების მდგრადი მართვის დანერგვასითვალისწინებს.

გარემოს დაცვისადა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები განხორციელა
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics