|
2018-09-22 13:43:02, 1451 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" დღეს დასრულდა. სამდღიანი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. კონფერენციის 120-მდე ქართველ და უცხოელ მონაწილეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა. ქართველ მკვლევარებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინელი, ლიეტუველი, იტალიელი, პოლონელი, უკრაინელი, ყაზახი და იაპონელი მეცნიერები. ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იყო წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ამასთან, ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; ციფრული არქივები; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა. ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს მიგნებათა გაზიარება.
(NS)
უკრაინამ ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე თავდასხმები განხორციელა
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)