|
2018-09-21 11:18:19, 4704 ნახვა
მსოფლიო
ნინო ბურჯანაძე, ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაცია - რუსეთში ფორუმი ჩატარდა
"ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და რუსეთისა და მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლზე ისაუბრა. რაც შეეხება თავად ბურჯანაძეს, მასთან ინტერვიუ სახელისუფლებო გამოცემა «Парламентской газете»-მ ჩაწერა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, პირადი და არაფორმალური შეხვედრები იძლევა საშუალებას პრობლემები უფრო გულწრფელად განიხილო. პოლიტიკოსის თქმით, ის სამი წლის წინაც იმყოფებოდა აღნიშნულ ფორუმზე და ორგანიზატორს ფორუმის ჩატარების იდეისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ პოლიტიკოსები საჯარო გამოსვლებში უფრო მკაცრები არიან და "ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად საუბრობს აუდიტორიასა და სამზარეულოში". "პირადი საუბრების დროს შეიძლება გულახდილად ისაუბროთ პრობლემებზე და გამოსავალი იპოვოთ. რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფრის თქმა ბოლომდე, არ არის აუცილებელი, თუმცა არც ტყუილი უნდა ვთქვათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის გარდა, ფორუმს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციაც ესწრებოდა. ე.წ. დელეგაციის რიგებში დე-ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციისა და კულტურის მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები იყვნენ. ფორუმი სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა და მას 110 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)