|
2018-09-20 18:40:07, 2412 ნახვა
საზოგადოება
იმპორტიორი, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, პოლიციას მადლობას უხდის
ლილოში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე თავის დაწვით იმუქრებოდა. აღნიშნული პირი პოლიციელებმა და მაშველებმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, სახანძრო კიბის დახმარებით უვნებლად ჩამოიყვანეს. ჯანო ამყოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება აქციის მიზეზს - ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვას, რეგულაცია 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. „მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, რომ ვერ მივაღწიე იმ ზომას, თავი მომეკლა, სახალხოდ ვიტყვი, რამდენი წელიც უნდა ვიცოცხლო, ეს მთლიანად სამართალდამცველების დამსახურებაა. ეს იმ პოლიციელების დამსახურებაა, რომლებიც 4 დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვშორებიან. პოლიციელებს ვუხდი მადლობას, რომ ვარ ცოცხალი“, - განაცხადა ჯანო ამყოლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)