11:30 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 14:17:03, 1806 ნახვა

საზოგადოება
იმპორტიორი, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, შენობიდან ჩამოვიდა - ადგილზე ფინანსტა მინისტრი მივიდა

მამაკაცი, რომელიც გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან თავის დაწვით იმუქრებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვიდა. 

კაცი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა სახურავიდან ჩამოსვლას, რაც დაარწმუნეს, რომ ადგილზე ფინანსთა მინისტრი მივიდა. ჩამოსვლის შემდეგ, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ხორბლის იმპორტიორები მინისტრს ხვდებიან და მისგან განკარგულების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. 

ფინანსთა მინისტრი შეხვდრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს გააკეთებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics