|
2018-09-20 13:08:03, 1867 ნახვა
პოლიტიკა
„დიალოგისთვის მზად ვართ, თუ ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებთ“ - ანატოლი ბიბილოვი ქართულ მხარეს პირობებს უყენებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონი საქართველოსთან დიალოგს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ოფიციალური თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს და "რესპუბლიკის" დამოუკიდებლობას აღიარებს. როგორც ბიბილოვმა გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ე.წ. რესპუბლიკა ქართული მხარისგან პროვოკაციებს ელოდება. მისი თქმით, 2018 წელს ე.წ. სამართალდამცველებმა საზღვარზე 400-მდე ადამიანი დააკავეს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ქართული მხარე საზღვრის დემარკაციაზე უარს ამბობს. "ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. ამასთანავე, ვასახელებდით ყველა პირობას, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რატა დიალოგი შედგეს. პირველი არის ცეცხლის შეწყვეტის შესახემ შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ხელი არ მოაწერა და როგორც სჩანს, არც მოაწერს. გასაგებია, რომ მათზე გავლენას ამერიკა ახდენს და ეს უკვე აშკარაა. მეორე პირიბა არის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. რაც შეეხება პროვოკაციებს, მხოლოდ ამ წელს 400 შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას საზღვართან ხშირად ჩამოჰყავთ უცხოელი პარტნიორები, პერიოდულად ხდება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ზოგჯერ დაგეგმილად, ზოგჯერ კი შემთხვევით, არის შემთხვევები, როდესაც მათ სასულიერო პირებს და მრევლს, ჰგონიათ, რომ ლიტურგია ჩვენს მიწაზე უნდა აღავლინონ და ასე შემდეგ. უახლოეს პერიოდში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ჩვენ პროვოკაციების მორიგ კასკადს ველოდებით. ის ხდები იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტავის მოსახლეობას ქვეყანაში არსებული პრობლემებისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, ამით, ისინი ამომრჩევლებს ფსევდოპატრიოტიზმს უზიარებენ", - აღნიშნა ბიბილოვმა. ბიბილოვმა დაგეგმილ ვიზიტებზეც ისაუბრა. წელს ის აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას გეგმავს, მომავალ წელს კი ყირიმში ჩასვლას აპირებს.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)