|
2018-09-19 19:05:49, 2537 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აღმასრულებელ დირექტორს, შერიფ საადალას შეხვდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის WIPO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას და გეოგრაფიული აღნიშვნების საკითხებს. საუბარი შეეხო აგრარულ დარგში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის შემუშავების მნიშვნელობასაც. როგორც შერიფ საადალამ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოსთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვს და ყურადღება საგანმანათლებლო მიმართულებით რეგიონში საქართველოს, როგორც ჰაბის პოტენციალზე გაამახვილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ინტელექტუალური საკითხების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილაძე ესწრებოდა.
(NS)
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)