|
2018-09-19 14:27:47, 1713 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არტურ ხაჩატრიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „მინისტრის რანგში საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. თქვენ გაქვთ ხელშესახები პროგრესი აგრარულ დარგში. დიდი ინტერესით გავეცანი არსებულ სიახლეებს და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი მაქვს“, - განაცხადა არტურ ხაჩატრიანმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. მინისტრმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერა და ყურძნის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა. სომეხმა სტუმრებმა წილკანში პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების ლაბორატორიები (დნმ ლაბორატორია) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.
(NS)
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)