04:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:02:32, 1004 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში, ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ეწყობა წყალაღების ტიპის სათავე ნაგებობები, წყალგამშვები ჭები, მილხიდები; ძველი ამორტიზებული არხი მთლიანად იცვლება და მონტაჟდება მონოლითური ბეტონის არხი. 

ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების კაპიტალური გამართვით, მოირწყვება ნინოწმინდის სამი სოფელი. სოფლების ჯიგრაშენის, ყაურმის და მამწვარას მოსახლეობა სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

აღნიშნული სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ შემოდგომაზე დაასრულებს.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics