|
2015-06-06 11:27:23, 736 ნახვა
ეკონომიკა
ანჟელა პრიგოჟინა: მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციების ხელყოფას მხარს არ დაუჭერს
„მსოფლიო ბანკი არ დაუჭერს მხარს იმ ფუნქციების ხელყოფას, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ამჟამად აქვს“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიაში ანჟელა პრიგოჟინამ ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული მოსაზრებების შეფასებისას განუცხადა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ქვეყნის ფინანსური და მაკროსტაბილურობისთვის აუცილებელია. „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მისი კომპეტენციის მაღალი დონე ქვეყნის ფინანსური და მაკროსტაბილურობისთვის, კარგი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია. არ იქნება მდგრადი ინვესტიციები, თუ არ იქნება ფინანსური და მაკროსტაბილურობა უზრუნველყოფილი, ეროვნული ბანკი კი ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის და სტაბილურობის დაცვის საკითხში, ასევე იმას, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან საკუთარი ფუნქციების განხორციელება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით უნდა მოხდეს“, - განაცხადა ანჟელა პრიგოჟინამ. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული და საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკით მსოფლიო ბანკი კმაყოფილია და ფინანსური ინსტიტუტისთვის ეროვნული ბანკის ფუნქციების ხელყოფა მიუღებელია. „მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო განცხადებებზე, რომლებიც შიდა პოლიტიკურ საკითხებს ეხება. თუმცა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან და კმაყოფილები ვართ მისი მონეტარული პოლიტიკით. ჩვენ ვეხმარებით ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის რეფორმირებასა და მონეტარული პოლიტიკის განვითარებაში და აღვნიშნავთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ კუთხით. დღეს საქართველო სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა დამატებითი რეფორმები გატარდეს - საპენსიო რეფორმის, კაპიტალური ბაზრის განვითარების, მომხმარებლების დაცვის კუთხით. ამ რეფორმებისთვის აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკი ძლიერი და დამოუკიდებელი იყოს. მსოფლიო ბანკი ნამდვილად არ დაუჭერს მხარს იმ ფუნქციების ხელყოფას, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ამჟამად აქვს. ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს უფლება, ამ მიმართულებით რაიმე პოლიტიკური სპეკულაციები განახორციელოს. ახლა საჭიროა რეფორმების გატარება, ეკონომიკის გაჯანსაღება და წინსვლა“, - აღნიშნა ანჟელა პრიგოჟინამ.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)