|
2018-09-12 23:09:08, 1624 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მას საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. "ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის პატივია და მოხარულები ვართ საქართველოში თქვენი კიდევ ერთხელ სტუმრობის გამო. ნება მომეცით, მთელი გულით გამოვხატო თქვენდამი მადლიერება ჩემი ქვეყნისადმი ასეთი ძლიერი წვლილისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის. თქვენ ხართ ნათელი, მკაფიო, თამამი და წრფელი ხმა ყველა ამ მსჯელობისას. მე მესმის თქვენი მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპაციასთან, კონკრეტულად კი ტერმინ "ოკუპაციასთან" დაკავშირებით. ვიტყოდი, რომ საქართველომ იცის და პატივს სცემს თქვენს სიმამაცესა და მყარ პოზიციას. ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ თქვენი გამორჩეული მეგობრობისა და მტკიცე მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ესტონეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)