|
2018-09-12 14:35:20, 1301 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში წარმატებულად აფასებს
საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვანი ქვეყანა და ესტონეთი მომავალშიც განაგრძობს მის მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ესტონეთის პრეზიდენტმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის შემუშავების პროცესის მიმდინარეობაზე. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას აფასებს. ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს ესტონეთის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა, ციფრული ტრანსფორმაცია და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და განათლებაზე, ჯანდაცვასა და კომერციულ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)