|
2018-09-06 17:33:48, 1576 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნა სთხოვა
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. ზალკალიანის თქმით, არჩევნებს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი დაესწრება. „საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვართ უაღრესად გახსნილი და ვართ მზად იმისთვის, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად, ტრანსფარენტულად და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ჩატარდეს. ჩვენ უკვე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია გაგზავნილია წერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ შორის ეუთოს „ოდირის“ მისიასთან, რომ მოავლინოს საქართველოში დამკვირვებლები. წელსაც უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლები გვეყოლება, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს არჩევნები იყოს ისეთივე სამაგალითო და სამართლიანი, როგორც ეს ჩატარდა 2013 და 2016 წლებში“, - განაცხადა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქომბერს გაიმართება.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)