|
2018-09-04 17:01:36, 3862 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთმა იდლიბი დაბომბმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის პროვინცია იდლიბი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული იერიში ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველია. პრო-ოპოზიციური Step News Agency-ს ცნობით, ავიადარტყმები იდლიბის 6 სოფელზე განხორციელდა, რომლებსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ამ დროისთვის ავიაიარიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ იდლიბზე ავიადარტყმა არ უნდა განხორციელებულიყო. საუბარი იყო რუსეთის და ირანის მიერ ავიადარტყმის შესაძლო განხორციელებაზე. მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სირიის არმია უკვე მზად იყო, რუსეთის დახმარებით „ტერორიზმის ბუდე გაესუფთავებინა“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)