04:28 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 13:53:24, 1104 ნახვა

საზოგადოება
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კონიმ აღნიშნა, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას მათ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება როგორ სავიზო რეჟიმის გამარტივება, ისე ორმხრივი ინვესტიციების განხორციელება.

„იაპონია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. მოხარული ვარ, რომ გვაქვს კარგი ურთიერთობა. მინისტრ ზალკალიანთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ დაახლოვდნენ ჩვენი ქვეყნები უფრო მეტად და გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოსთან თანამშრომლობით, წავახალისოთ ახალგაზრდა დიპლომატები, იურისტები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ხალხთაშორის ურთიერთობებში. იაპონიამ ასევე გადაწყვიტა, გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ წავახალისოთ მოქალაქეთა მიმოსვლა“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics