|
2018-09-01 16:47:47, 1887 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთიან პოლიტიკურ კოალიციად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად. საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე მოძრაობის ყველა სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უპირობოდ ექნება შესაძლებლობა, გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი. ამავე არჩევნებზე პარლამენტის არჩევნების კანდიდატთა პროპორციული სიის პირველი მეორე და მესამე ათეული დაკომპლექტდება პლატფორმის წევრი პოლიტიკური გაერთიანებები თითო წარმომადგენლით", - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ. ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის 2020 წელს ჩატარდება.
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)