|
2018-09-01 10:41:12, 1877 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლისა და შეთანხმების ძალაში სრულად შესვლიდან 2 წლის თავზე ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილების კუთხით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს. ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით; ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სასაზღვრო სექტორების რეაბილიტაციის გაძლიერებას. ასევე ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეიყვანონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)