|
2018-08-31 11:07:19, 1509 ნახვა
პოლიტიკა
უახლოეს მომავალში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისშესახებ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობა და უფრო თანმიმდევრული გახდება ის ისტორიული მონაცემები, რომელიც მიეწოდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. „უაღრესად სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადები და ვითარდება ტურიზმის სფერო, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, იკვეთება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ იმ ინფორმაციის სანდოობის დაცვის აუცილებლობა, რომელიც ტურისტებს მიეწოდებათ. საკითხი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ ეროვნული კატეგორიის ძეგლების ინფორმაციის დაცულობის გარანტიებზე, ხოლო შემდგომ აღნიშნული პროცესი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. უახლოეს მომავალში კი მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობას უზრუნველყოფს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით კანონპროექტის ინიცირებამდე გაგრძელდება გაფართოებული შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)