03:35 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 13:05:59, 1331 ნახვა

სამართალი
გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და შსს-სგან გამოძების დაწყებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშძემ აღნიშნა, ოპოზიციის საერთო კანდიდატის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელების კამპანია დაიწყო, რომელიც „შავი ფულით“ ფინანსდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ გაავრცელა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დასკვნა, სადაც არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები კრწანისის ოლქის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც შეფასებულია, როგორც დანაშაულის შემცველი ნიშნების მქონე ჩანაწერი. მოვითხოვთ მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არჩევნების გაყალბების მცდელობის მუხლით.

ასევე, საგანგაშოდ არის შეფასებული „ქართული ოცნების“ შავი ფულით დაფინანსებული ის ცრუ, ყალბი ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, განსაკუთრებით ჩვენ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან მიმართებაში.

მოვითხოვთ აუდიტის სამსახურისგან დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა და გამოძიება ვინ აფინანსებს და რა წყაროებით ფინანსდება ამ ფეიკ ნიუსების გავრცელება სოციალური მედიით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics