12:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 10:17:27, 559 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი მამუკა ქიტუაშვილი და მისი თანამზრახველი პირი - ბიჭიკო გ. დააკავეს, რომლებმაც მოქალაქისგან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ძვირფასი ლითონების საბაჟო წესების გვერდის ავლით გადმოტანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 4000 აშშ დოლარი აიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე დააკავეს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს მესაზღვრე-სპეციალისტი ზურაბ რევაზიშვილი.
გამოძიება მამუკა ქიტუაშვილის მიმართ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ბიჭიკო გ-ს მიმართ – ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ზურაბ რევაზიშვილის მიმართ – მძიმე დანაშაულის შუტყობინებლობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics