|
2018-08-28 16:10:21, 1310 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. ახვლედიანმა facebook-ის საკუთარ გვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისეული ხედვაა აღწერილი. „კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, მაღალი პირადი და პროფესიული რეპუტაცია, ზეგავლენის მიმართ მაღალი მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე და შეუვალობა - არის რიგითი მოსამართლის არჩევის კანონისმიერი მოთხოვნა, რასაც ჩემი ღრმა რწმენით აკმაყოფილებს მოსამართლეთა კორპუსის დიდი უმრავლესობა. აღნიშნული გარემოება არის ის ძირითადი რესურსი და გარანტი, რომლის საფუძველზეც, არსებული სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზების მიუხედავად, სწორი, მიზანმიმართული, ბოლომდე გააზრებული ადმინისტრაციული ალგორითმების მეშვეობით სრულიად შესაძლებელია სასამართლო სისტემაში ფეხმოკიდებული მანკიერი კლანური მმართველობის მოშლა და ვერტიკალური და ჰორიზონტალური პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების გონივრული, სამართლიანი, შედეგიანი და მკაფიოდ გამჭვირვალე ფუნქციური გადანაწილება. სწორედ ამ ურყევი რწმენისა და პოზიტიური პირადი გამოცდილების საფუძველზე ვაყენებ საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევი საკონსულტაციო პროცესის მონაწილედ და მზად ვარ, ფართო საზოგადოებას წარვუდგინო სასამართლო სისტემის კონცეპტუალური და სისტემური რეფორმირების ეფექტური გეგმა“, - წერს მამუკა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)