01:46 - 01 Aug, 2026
|
2018-08-28 14:22:51, 1147 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაესწრო. კახა კალაძემ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. წმინდა მარიამი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი!“, - განაცხადა კახა კალაძემ. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)