|
2018-08-24 18:40:19, 2104 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: პრეზიდენტმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. მდინარაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადექვატური უწოდა და აღნიშნა, რომ მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს. „არაადექვატურია დღევანდელი გადაწყვეტილება და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, გადაწყვეტილებების კომენტირება მით უფრო ჭირს. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს, ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს“, – განაცხადა მამუა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზად იყო კონსულტაციებისთვის, თუმცა ეს პრეზიდენტმა არ მოისურვა. „მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეალური კონსულტაციები არ ყოფილიყო, წარმოედგინა რომელიმე თავისი თანამშრომელი, ან ახლობელი და შეეფუთა ეს დემოკრატიად. ეს არის მისი ფილოსოფიის მთელი არსი”, - აღნიშნა მდინარაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტი კანდიდატის წარდგენას აღარ აპირებს.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)