|
2018-08-24 15:09:09, 931 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე გზა ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზამთარში, გადაადგილება ძალიან უჭირს. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნულ გზას აუცილებლად მოვაწესრიგებდით. სამუშაოებზე დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება და დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. დედაქალაქში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და მიხარია, რომ ეს გზაც მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტი 5 კმ გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში სულ 42 000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა. აგრეთვე გათვალისწინებულია ზედაპირული წყლის მოცილების ღონისძიებები. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „კავთა“ ახორციელებს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე თბილისის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარი დაიხარჯება. დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გაგი ბუაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)