|
2018-08-24 10:36:56, 1926 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი - მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, მაგრამ ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ
"მე ძალიან მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა, რომელიც არის კანდიდატი, უნდა ასრულებდეს წინაპირობებს და მეორე - ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისთვის. „დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვაქვს პერსპექტივაში და ინსტიტუციონალურად შრომისუნარიანობა უნდა არსებობდეს. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს სულ მალე ევროკავშირს, დარჩება 27, ბალკანეთის ქვეყნების მიღების შემდეგ, გახდება ალბათ 35 და ძალიან ქმედითი და მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის უფრო ძლიერად და უფრო კოორდინირებულად აწყობა. განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია საერთოდ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება. საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ უბრალოდ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება. თუმცა, ჩემი ვიზიტის მიზანი ამაზე გახსნილად საუბარიც არის“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)