|
2018-08-23 15:58:59, 887 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობა და GWP პრობლემურ მისამართებზე ინფრასტრუქტურულ საკითხებს ერთობლივი ძალებით მოაგვარებენ
ისნის რაიონის გამგეობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეთანხმებით, რაიონში არსებულ პრობლემურ მისამართებზე ინფრასტრუქტურული საკითხები ერთობლივი ძალებით მოგვარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას, რათა გამგეობამ შეუფერხებლად უზრუნველყოფს აღნიშნული მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. ამასთან დაკავშირებით შეხვედრა ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძესა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობას შორის შედგა, სადაც რაიონში არსებული პრობლემური ქუჩების და ობიექტების საკითხი განიხილეს. ისნის რაიონის გამგეობამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მისამართების შესახებ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, საგზაო სამუშაოები აქამდე ვერ ხორციელდება. ამ მხრივ 12 პრიორიტეტული მისამართი დასახელდა: მთისძირის II შესახვევი, ციხისძირის შესახვევი, თავისი ჩიხებით, ჯუმბერ ლეჯავას ქუჩა, საბარგოს XII ქუჩა, ნავთლუღის დასახლება I და II შესახვევი, მელაანის IV შესახვევი, საექიმოს ქუჩა, გუდარეხის ქუჩა და შესახვევი, კოშკოვანის ქუჩა (აწყურიდან - ა. ზურაბაშვილის ქუჩამდე), არმაზის ქუჩა, ალადაშვილის შესახვევი და შორაპნის ქუჩა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ობიექტების ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2019 წლის საბიუჯეტო პროექტებში იქნება გათვალისწინებული.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)