21:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 14:16:44, 533 ნახვა

რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ გარემოში დააბრუნეს

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ გარემოში დააბრუნეს.

ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურში, შველი ნახეს. მოქალაქის განმარტებით, შველი ღობეში იყო გახლართული და მისი დაცვის მიზნით, თავის საკარმიდამო ნაკვეთში გადაიყვანა.

შვლის გარეგნული დათვალიერების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა და იგი ველურ გარემოში გაუშვეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics