19:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 10:52:58, 1983 ნახვა

ეკონომიკა
სიახლე „ქართული ლუდის კომპანიისგან“ - RC Q ლაიმის არომატით

საცალო ქსელში RC Cola ახალი გემური თვისებებით გამოჩნდა. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო და მომხმარებელს ფორთოხლისა და ლაიმის გამაგრილებელი სასმელი შესთავაზა.

RC Q-ს  შეძენა 0.5 ლიტრიან და 2.0 ლიტრიანი შეფუთვებითაა  შესაძლებელი.

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ RC Cola-ს მრავალფეროვანი სახეობები წარმოადგენენ მომხმარებლის ინდივიდუალური ცხოვრების სტილს, ხალისიანი და ენერგიით სავსე ფერებით.

RC Q ძირითადად მრავალფეროვან, მულტი-კულტურულ ახალგაზრდობაზე გათვლილი გამაგრილებელი სასმელია.

„ჩვენ მომხმარებელს ახალი RC Cola შევთავაზეთ, ეს არის: ფრეში, მხიარული და ხილიანი თავგადასავლები, ფერებთან ერთად, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს მოსწონს. RC Q-ს ბაზას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“  მარკეტინგის მენეჯერი  შალვა ჩოჩელი.

სამომავლოდ სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC Q ახალი სახეობების დამატებას გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფორთოხლისა და ლაიმის შემდეგ, ბაზარზე RC Q მარწყვისა და ყურძნის არომატით გამოვა.

RC Cola - კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელი გახლავთ, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა.

საქართველოში ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola-ს წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC-ს ოჯახიდან დღეისათვის სამი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q და RC Cola Coffee.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics